გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:57 / 3 მარტი 2016

როგორ ,,ზრუნავენ" მაღალჩინოსნები ახალციხის ტურისტულ განვითარებაზე

ახალციხის (რაბათის) ციხეს, რომელსაც რეაბილიტაცია 2011-2012 წლებში ჩაუტარდა, რაიონში ტურისტების სიმრავლე და შესაბამისად ამ მხარის ეკონომიკური განვითარება უნდ ამოჰყოლოდა. თუმცა როგორც ჩანს მიზანი შეიცვალა და დღეისთვის ის ძირითადად მაღალჩინოსნების თავშეყრის ადგილი ხდება, ხოლო კომპლექსის შიდა ტერიტორია, რომელიც ფეხით მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, მათი სამსახურეობრივ ავტომანქანების სადგომი.

აღნიშნული ხელს უშლის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ტურისტების გადაადგილებასა და მათი მხრიდან ისტორიული, კულტურული და არქიტესტურილი ღირშესანიშნაობების გაცნობას.