გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:42 / 26 აპრილი 2016

ფოთში მერის, ირაკლი კაკულიას სახელობის ხიდი ,,გაიხსნა''

„კაკულიას ხიდი“ ამ წარწერით გააპროტესტეს ფოთში ცოტნე დადიანის სახელობის ხიდზე არსებული ორმოები და ზოგადად, ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაციონალური მოძრაობი ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა.

ნაციონალური მოძრაობი ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჭანტურია მიიჩნევს, რომ ქალაქში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჭანტურიას თქმით, მსგავს აქციებს კიდევ გააგრძელებენ.

მარტო მე კი არა, მთელ ფოთს აწუხებს, საერთოდ მთელი ფოთის მმართველობა არაფერს აკეთებს გზების მოსაწესრიგებლად  - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე TSpress.ge-სთან საუბარში.