გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:35 / 1 ივნისი 2016

პეტრე ზამბახიძე ავთანდილ ბერიძეს კანონდარღვევაში სდებს ბრალს

პეტრე ზამბახიძე ავთანდილ ბერიძეს კანონდარღვევაში სდებს ბრალს.
რეგიონის პირველი კანონმდებელი კანონს არღვევს- ბრალდება პეტრე ზამბახიძემ გაახმაურა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ვადა 2 ივნისს იწურება, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კი ირწმუნება, რომ ამ პერიოდში ავთანდილ ბერიძე სხდომის ჩატარებას არ აპირებს, რადგან მივლინებაში იმყოფება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გარეშე კი სხდომები ვერ იმართება, ვინაიდან ამის უფლებამოსილებას ავთანდილ ბერიძე არავის აკისრებს. პეტრე ზამბახიძე ითხოვს მმართველმა გუნდმა დაიცვას რეგლამენტი და კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაინიშნოს სხდომა. ალექსანდრე ჩიტიშვილიც თვლის, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევის ვადა 2 ივნისს იწურება, თუმცა ამბობს, რომ ავთანდილ ბერიძის მოსაზრება განსხვავებულია და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ უსკოს არჩევის ბოლო ვადად 6 ივნისი გამოითვალა. ავთანდილ ბერიძე რამდენიმე დეპუტატთან ერთად ოფიციალური ვიზით გერმანიაში იმყოფება.