გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:44 / 2 ივლისი 2020

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტიაა, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება, უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა, ოპოზიციაზე გამარჯვებად გამოაცხადა. საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი, თავის სურვილს უწოდებს.

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს.

გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია.

აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის, თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, მომავალ პოლიტიკურ პროცესს სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ.

ევროპული საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რესპუბლიკური პარტია
ახალი საქართველო
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი
ევროპული დემოკრატები
ქრისტიან კონსერვატიული პარტია
ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის
ემსახურე საქართველოს
ლეიბორისტული პარტია
გამარჯვებული საქართველო
მოძრაობა ლელო საქართველოსთვის
თავისუფალი დემოკრატები
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
სამართლიანობისთვის
კანონი და სამართალი
ეროვნულ დემოკრატიული პარტია