გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:16 / 7 ნოემბერი 2022

‘’ოცნების’’ მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ 15 მილიარდი ლარი დაკარგა და რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, რომლითაც ის პრემიერის ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. 

"ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას.

ამტკიცებს დაჟინებით - თუმცა ავიწყდება, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა.

• მშპ-ის ერთი პროცენტით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით.

2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი.

ე.ი “ქართული ოცნების” მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა “ოცნების” პერიოდში იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი.

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად, ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი.

ეკონომიკა რომ გაზრდილიყო საშუალოდ წლიურად 6,24 პროცენტით რომ გაზრდილიყო მაშინ დღეს: საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18 ათასი ლარი ნაცლად 11 ათასისა).

საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, არამედ 1500 ლარი.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ მინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულები არიან ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება.

სწორედ ამიტომ უნდა ვიმოძრაოთ წინ, ცვლილებებისაკენ!