ნუგზარ ნონიაშვილის შეხვედრა სადგურ კავთისხევის და მიქელწყაროს მოსახლეობასთან
ერთიანი ნაციონალური მოძრობის კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი სადგურ კავთისხევის და მიქელწყაროს მოსახლეობას შეხვდა.
მაცხოვრებლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს [ნუგზარ ნონიაშვილი] არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. მოსახლეობის თქმით, სადგურ კავთისხევში მთავარი პრობლემა საცხოვრებელ კორპუსებზე დამტვრეული სახურავი და სოფელში სასმელ\სარწყავი წყლის არქონაა. ასევე მათთვის დიდ პრობლემას დასახლებული პუნქტიდან 3 კილომეტრში განთავსებული ნაგავსაყრელი წარმოადგენს, სადაც კასპის, მცხეთის და დუშეთის ნაგავი გროვდება.
მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სთხოვა.