გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:00 / 18 მაისი 2020

ნიკა მელია: საბანკო შეღავათები კიდევ 3 თვით უნდა გახანგრძლივდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას წინადადებთ მიმართავს, რომელიც  საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას გულისხმობს.

როგორც მელია აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა ყოველი 10 მოქალაქიდან 7- ბანკის ვალი აქვს, ქვეყანაში კი ეკონომიკა გაჩერებულია, ხელისუფლებამ ხალხი ამ გადასახადებიდან მაინც უნდა გაათავისუფლოს.

ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, რასაც უკანასკნელი დღეები ვაკვირდებით. ხელისუფლება საერთოდ აღარ ჩანს. თუ აქადე იყო იმიტაცია, რომ პროცესებს მართავდნენ, დღეს საერთოდ დაიკარგნენ.

ივნისში იწურება ის 3 თვე, რომლის განმავლობაშიც ბანკებს საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ დაწესებული. შესაბამისად, გაჩნდება გაზრდილი პროცენტების გადახდის ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, იძულებითი აღსრულება დაიწყება.

საერთაშორისო პარტნიორებისა და სავალუტო ფონდების დახმარებით, ჩვენ საბანკო სექტორისთვის მილიარდ-ნახევარი დოლარი მოვიზიდეთეს გვაძლევს საშუალებას გაგრძელდეს საშეღავათო პერიოდი. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ 3 თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი. დარწმუნებული ვარ ამ მოწოდებაში სრულიად საქართველო ერთიანი იქნება _ განაცხადა მელიამ.