გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:40 / 29 სექტემბერი 2016

NDI-ს წარმომადგენლები ენმ-ის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა NDI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელებულ წინასაარჩევნო დარღვევებსა და ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება.