გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:00 / 7 ოქტომბერი 2016

მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ლარი ხვალამდე არ გაუფასურდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო არჩევნებს გაცილებით ღარიბი ხვდება, ვიდრე 2012 წელს იყო.


„მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ფულად საკრედიტო ბაზარზე, ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს. ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა 160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა 120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია. არ არის გამორიცხული, დღესაც შეატყობინოს ბიზნესს ეროვნულმა ბანკმა, რომ აპირებს დოლარის გამოტანას ორშაბათისთვის, რომ ლარი დაამშვიდოს და შექმნას ლარის სტაბილურობის ილუზიები“, - განაცხადა გოცირიძემ.