გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:55 / 26 ივნისი 2020

მიუხედავად შეთანხმებისა, რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

დღეს აშშ-ის სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. 

დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის სათაურია  - "დემოკრატიის ხარისხის შემოწმება საქართველოში", ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა სპეციალირ ბრიფინგზე ისაუბრა. 

სამადაშვილის თქმით, ესაა შესწორება იმ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც 2021 წელს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის შესაბამის ბიუჯეტს გამოყოფს.

"გვსურს შეგახსენოთ, სწორედ დემოკრატიული პრინციპების გატარებაზეა დამოკიდებული აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა და ფინანსური დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტში საუბარია, როგორც გავრილოვის ღამეზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე და აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია, საპატიმროდან პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ შეთანხმების თანახმად რურუა უნდა გათავისუფლდეს, საკანონმდებლო ინიციატივა მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და აქვე ამბობს, იმისათვის, რომ პოზიტიურად შეფასდეს ქვეყანაში დემოკრატიული პერსპექტივა, აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება."

 

დოკუმენტი