მერაბ ჯანელიძე კარდაკარის ფარგლებში გომის თემს ესტუმრა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე კარდაკარ პროგრამის ფარგლებში გომის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად არსებული პრობლემები განიხილა. ადგილობრივების თქმით, მათთვის მთავარი პრობლემა გზა და სასმელი წყალია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაცხოვრებლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.