გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:25 / 7 ნოემბერი 2022

მელია გვარამიაზე: ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, გვარამიას პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლებამ ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება მიიღო.

"დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.

საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას - იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც - გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები."