გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:20 / 10 სექტემბერი 2016

მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ მირზაანის მოსახლეობას შეხვდა

დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი სოფელ მირზაანის მაცხოვრებლების მნიშვნელოვან პრობლემებს გაეცნო და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. 

ადგილობრივებს განსაკუთრებით უმუშევრობა აწუხებთ, ასევე მათი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემა საკაბელო ინტერნეტისა და გარკვეულ უბნებში სასმელი წყლის არქონაა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას დედოფლისწყაროს განვითარების გეგმა გადასცა და გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.