გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:04 / 18 სექტემბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძის კარდაკარ შეხვედრა მოსახლეობასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე პარტიის წევრებთან ერთად კარდაკარის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელს სტუმრობს და მოსახლეობას ხვდება. 

ადგილობრივები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე - სოციალურ/ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, უგზოობასა და შეჩერებულ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ. 

ამასთან, შეხვედრისას ადგილობრივებს საშუალება აქვთ გაეცნონ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ჭოხონელიძის მიმართვას  -  "ღია წერილი".