გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:11 / 29 სექტემბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძის ბრიფინგი ნიკა ჭურღულიას დაკავებაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ჭოხონელიძე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგისოფელ ახალსოფელში მცხოვრები ნიკა ჭურღულიას დაკავებას გამოეხმაურა.

მამუკა ჭოხონელიძე აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი ახალგაზრდების დაშინებას ისახავს მიზნად, რათა ვერ ჩაერთონ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აქტივობებში.

„ივანიშვილისა და ქართული ოცნების ჯიბის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ქართული ოცნება აგონიაშია. მათ იციან, რომ წაგებული აქვთ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს [ახალგაზრდების დაშინების ფაქტი] მათი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს“,-განაცხადა ჭოხონელიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ძალისმიერ და ხელისშემშლელ მეთოდს, რომელსაც პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის მიმართ გამოიყენებენ, ყოველთვის დაგმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რაიონულმა სასამართლომ ნიკა ჭურღულიას ახალსოფლის რწმუნებულის ცემაში დასდო ბრალი და 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა ბრალდებული [ნიკა ჭურღულია] ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა.