გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:11 / 29 სექტემბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძე ხობის N66-ე მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად კარდაკარის ფარგლებში N66-ე მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე - სოციალურ/ეკონომიკური სიდუხჭირე, უგზოობასა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მათთვის შეჩერებულ სოციალურ დახმარებაზე ესაუბრნენ. 

შეხვედრისას მამუკა ჭოხონელიძე მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ორგანიზაციის წევრებთან ერთად ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.