გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:23 / 7 ოქტომბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძე სოფელ ბიის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ პროგრამა - კარდაკარის დასრულების შემდეგ ხობის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა გამართა.

ადგილობირვებთან ერთად განიხილა და ისაუბრა სოფლებში არსებულ პრობლემებზე, შეჩერებულ პროექტებზე, შეწყვეტილ დახმარებებზე და მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრისას მამუკა ჭოხონელიძე მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე კიდევ ერთხელ ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.