გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:33 / 23 სექტემბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძე მოსახლეობას წინაასაარჩევნო პროგრამას აცნობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ჭოხონელიძე, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ხობის #64-ე მაჟორიტარულ ოლქში კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

დეპუტატობის კანდიდატი ყოველდღიურად თითოეულ სოფელში, რამდენიმე ათეულ ოჯახს სტუმრობს და აცნობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამას და პირად მიმართვას - "ღია წერილი". 

შეხვედრისას ადგილობრივები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე - სოციალურ/ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, უგზოობასა და შეჩერებულ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ.