გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:56 / 13 სექტემბერი 2016

მამუკა ჭოხონელიძე კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე პარტიის წევრებთან ერთად კარდაკარის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს სტუმრობს და მოსახლეობას ხვდება. 

ადგილობრივები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე - სოციალურ/ეკონომიკური სიდუხჭირე, უგზოობასა და შეჩერებულ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ. 

ამასთან, შეხვედრისას ადგილობრივებს საშუალება აქვთ გაეცნონ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ჭოხონელიძის მიმართვას  -  "ღია წერილი".