გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:02 / 18 ივლისი 2016

ლევან ვარშალომიძემ „სოციალური სახლების პროგრამა“ წარუდგინა დღეს ბენზეში მოსახლეობას,

„სოციალური სახლების პროგრამა“ წარუდგინა დღეს ბენზეში მოსახლეობას. ლევან ვარშალომიძემ გაუფორმა ინდივიდუალური ხელშეკრულება მათ და ესაუბრა პროგრამის შესახებ - პროგრამით განსაზღვრულია 40 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც ჯამში 2800 ბინას გულისხმობს. პროგრამის მიხედვით, ბინები 3 კატეგორიაზეა გათვლილი - ზემომთიანი აჭარის ეროზირებული ზონების I და II კატეგორიის დაზარალებულთათვის, ბათუმში, ბარაკებსა და ავარიული საცხოვრებელი ფართების მობინადრეთა და ე.წ. "ოცნების ქალაქში" მაცხოვრებელთათვის. პროექტი 120 000 000 ლარი ჯდება. ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან უამრავი არასწორი ხარჯის აღკვეთის შემთხვევაში, ამ პროექტის დაფინანსება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტზე ორიენტირებული, ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვა ამ პროექტში და ამის გამოცდილება გვაქვს, ბათუმში შვეიცარული საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, მსგავსი სტატუსის კორპუსები უკვე დგას, რომელიც ჩვენ ავაშენეთ მათთან ერთად 2010-2011 წლებში.