გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:33 / 9 აგვისტო 2016

ლევან ვარშალომიძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ლევან ვარშალომიძემ 2008 წელს რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და გარდაცვლილების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.