გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:59 / 13 ივლისი 2016

ლევან ვარშალომიძე ქობულეთში სპორტ სკოლის ტერიტორიაზე, სპორტსმენებს და ადგილობრივებს შეხვდა

 ლევან ვარშალომიძე ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ასევე მოინახულა ტერიტორია, სადაც სპორტსკოლა უნდა აშენებულიყო.2012 წელს დაიგეგმა ქობულეთში ოლიმპიური სტანდარტის სპორტ სკოლის მშენებლობა. 2013 წლის ბიუჯეტში მოხდა თანხის გათვალისწინება და ჯერ კიდევ თვითმმართველ ორგანოებში (გამგეობა, საკრებულო) ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობაში ყოფნის დროს დაიწყო ამ სპორტული სკოლის მშენებლობა. მშენებლობისთვის ბიუჯეტში დავტოვე 3 მილიონი ლარი და გამზადებული პროექტი. 

შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან - სად წავიდა 3 მილიონი ლარი, რომლითაც, ქობულეთში, რუსთაველის I ჩიხში სპორტული სკოლა უნდა აშენებულიყო და დღემდე შეჩერებულია?!

მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მონიტორინგს ვაგრძელებთ, მივალთ ყველა ობიექტზე, მოვიკითხავთ ყველა პროექტს, რომელიც დავიწყეთ და გაურკვეველი მიზეზებით ამ ხელისუფლებამ შეაჩერა!