გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:32 / 12 აგვისტო 2016

ლევან ვარშალომიძე ქობულეთში სოფელ ხუცუბნის ფერმერებს აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრას გზებზე ესაუბრა.

მანდარინის პროგრამა: რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრა.
პროგრამის მიზანი:
გამარჯვებისთანავე, სახელმწიფო, ბიუჯეტიდან შექმნის აიპ-ს, სახელწოდებით "ციტრუსის კორპორაცია", რომელიც, სეზონზე შეიძენს 10 000 ტონა არასტანდარტულ და 20 000 ტონა სტანდარტულ მანდარინს.
წელს აჭარაში მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობაა 60-70 000 ტონა ციტრუსი. 
ციტრუსის შესყიდვა მოხდება, როგორც ფერმერისგან, გლეხისგან, ისე კერძო მიმღები და დამხარისხებელი პუნქტებისგან.
ფასი:
1 კგ არასტანდარტული მანდარინის ფასი - არანაკლებ 20 თეთრისა.
1 კგ სტანდარტული მანდარინის - 70 თეთრისა.
რეალიზაციის გზები:
1. შესყიდული სტანდარტული მანდარინი, ევროსტანდარტის შესაბამისი სასაქონლო ნიშნით, გადაიტვირთება უკრაინაში. უკრაინიდან მისი რეალიზება მოხდება, როგორც უკრაინის შიდა, ასევე, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. 
2. შესყიდული არასტანდარტული მანდარინი მიეწოდება აჭარაში მოქმედ საკონსერვო საწარმოებს.
უკრაინაში შეიქმნება ქართული ციტრუსისთვის ჰაბი.
კორპორაციის ფუნქციონირება ხელს არ შეუშლის კერძო ბიზნესს ციტრუსის ექსპორტზე რეალიზაციის საქმეში. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტები სეზონის განმავლობაში ახერხებენ 25-35000 ტონა ციტრუსის რეალიზაციას. 
პროექტის ამოქმედებით, მეციტრუსეს ეძლევა გარანტირებულად ციტრუსის მთლიანი მოსავლის - სტანდარტული და არასტანდარტული ნაყოფის მაღალ ფასში უდანაკარგოდ რეალიზაციის საშუალება.