გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:06 / 30 სექტემბერი 2016

ლევან ვარშალომიძე დავით მჟავანაძის მხარდასაჭერად გურიას ესტუმრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით მჟავანაძესთან ერთად მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში სოფელ ნასაკირალისა და ლაითურის მოსახლეობა მოინახულა.

შეხვედრისას ლევან ვარშალომიძე და დავით მჟავანაძე ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ, რომლის საშუალებითაც, მათი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

ამომრჩევლებმა ლიდერებს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.