გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:08 / 27 ივნისი 2016

ლევან ვარშალომიძე ახალი პოლიტიკური გეგმებით საქართველოში ბრუნდება.

ლევან ვარშალომიძე ახალი პოლიტიკური გეგმებით საქართველოში ბრუნდება.
ირველი ივლისიდან ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. არჩევნებამდე 100 დღით ადრე ის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება. 
4 წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკას ის კონკრეტული გეგმით უბრუნდება. ვარშალომიძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბრიდან, გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.
როგორც ვარშალომიძე პოსტსკრიპტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა - ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.
ლევან ვარშალომიძე ფიქრობს, რომ დღეს რეგიონის მთავარი პრობლემა, ხელისუფლების უსუსურობაა, რადგან ადგილზე ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფულის ჩადება უნდა, პასუხს ვერ ეუბნებიან და პროექტებით ხელში ჩამოსული ინვესტორები უბრალოდ გარბიან. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში რეგიონმა 3 მილიარდის ინვესტიცია, ხალხმა კი 300 მილიონი დაკარგა, რომელსაც უცხოური ინვესტიციებიდან ხელფასის სახით მიიღებდა.

 
 
 
 
 
-17:21