გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:27 / 24 სექტემბერი 2016

ლევან ბეჟაშვილმა ზემო ქედის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშილი სოფელ ზემო ქედის მოსახლეობას ესტუმრა და მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებს განსაკუთრებით გაზიფიციერების; სასმელი წყლის და სამანქანო გზის არქონა აწუხებს, ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათთვის ხელისუფლების მიერ შეჩერებული სოციალური სტატუსი და უმუშევრობაა.

ამასთან, კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობა ლევან ბეჟაშვილს სოფელში საავადმყოფოს; რძის მიმღები და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს არქონის პრობლემაზე ესაუბრა.

შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ნოემბრიდან პენსიონერებისათვის პენსიის 50 ლარით მატებასა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სტატუსის აღდგენას ითვალისწინებს.

ლევან ბეჟაშვილმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.