მედია

ახალი ამბები

ესაა გზავნილი, რომ დროა ქვეყანაში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებს ვიღებთ, მაგრამ ამ დახმარების მისაღებად სჭიროა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლბამ შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნა, ასევე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. „ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი, ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც მათ სახელმწიფო მმართველობაში ყოფნისთვის დარჩათ, ახერხებენ და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე, თითოეულ ჩვენი მოქალაქის ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, მთელი დღის მანძილზე, ჩვენ გვესმოდა ურცხვი ტყუილები საგარეო საქმეთა მინსიტრისგან, იმის თაობაზე რომ საერთოდ ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ფინანსურს სანქციებს ითვალისწინებს, რეალურად გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო. რას ნიშნავს ეს გზავნილი - პირველ რიგში აშშ რჩება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადაც ივანიშვილს დაკარგული აქვს ნდობა, ეს ფინანსური სანქცია არის გზავნილი რომ დროა ქვეყანაში სერიოზული და ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს. ეს ცვლილებები ხალხმა უნდა განახორციელოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვნების გზით.“

მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია

„21-ე საუკუნის დიქტატურა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა აღვუდგეთ წინ“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.„ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. ის ცვლილებები, რომელიც  გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაკნონება. ამით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლება ენიჭება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიაში დროებითი მმართველი დანიშნოს და ამ მმართველსაც თავის მხრივ განუსაზღვრელი უფლებები გააჩნია.  მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალების აქციების პაკეტი გაყიდოს. ეს ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე, ვლადიმერ პუტინმა, მთელი რუსული მედია დაიმორჩილა და ბიძინა ივანიშვილიც ამავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატურა.  ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი როგორ დაასრულეს დიქტატორებმა, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი.წელს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვნი ქვეყნის მომავალი. ამ არჩევნებში დიდი როლი თავისუფალ მედიას ეკუთვნის.  მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, ყველანი ვხედავდით როგორ ებრძოდა ივანიშვილი თავისუფალ მედიას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. დღემდე მიმდინარეობს სამართელრივი პროცესები. ამ ახალი კანონით კი, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი, სასამართლოების გარეშე დააწესოს ცენზურა.ახლა, როცა ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი დანაშაულია. მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია. „

Pages