გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:49 / 19 აპრილი 2016

ქობულეთში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, უპოვართა სასადილოში კვება შეუჩერეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ელგუჯა ბაგრატიონმა, ლერი ნიჟარაძემ, ბონდო თედორაძემ და რევაზ ხარაზმა ის ოჯახი მოინახულეს, რომელსაც უპოვართა სასადილოთი სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. როგორც  ოჯახის უფროსი აღნიშნავს, მათთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. მით უმეტეს იმის ფონზე, რომმდგომარეობა უკეთესობისკენ არ  შეცვლილა.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინიაციატივით შევიდა საკრებულოს სხდომაზე,  უპოვართა სასადილოს დაფინანსების პროგრამაში ცვლილება შესულიყო, რომლის საშუალებითაც, სიიდან ამოღებულ ბენეფიციარებს, ისევ პროგრამაში დააბრუნებდნენ. თუმცა, ინიციატივას "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა.