გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:54 / 7 მაისი 2016

ქობულეთში , სოცილაურად დაუცველი ოჯახები, დროებითი თავშესაფარიდან პოლიციის ძალით გამოასახლეს და ღია ცის ქვეშ მიატოვეს.

ქობულეთში რვა სოციალურად დაუცველი ოჯახი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახი, დროებითი თავშესაფარიდან , ძლიერი წვიმის დროს პოლიციის ძალით, უხეში მოპყრობით და ყოვეგვარი მოკვლევის გარეშე, გამოასახლეს და ღია ცის ქვეშ უპატრონოდ მიატოვეს. თავშესაფარში შესახლებული ოჯახების მოთხოვნა შეხვედროდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას დარჩა უშედეგო ,  მათ მოსანახულებლად არავინ მისულა ,,ქართული ოცნების" უუნარო ადგილობრივი ხელისუფლებიდან. უსახლკაროთა მოთხოვნა არიყო, რომ მაინცდამიანც აღნიშნული შენობები გადაეცა ხელისუფლებას მათ სარგებლობაში, ისინი მზად იყვნენ და თანახმა, რომ ნებისმიერ ალტერნატიულ ფართს დათანხმდებოდნენ, ნებისმიერ ადგილას, ოღონდაც თავზე არდაწვიმებოდათ და ელემენტალური საცხოვრებელი პირობები დაეკმაყოფილებინათ.

შესახლებულები ადგილზე მოინახულა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ელგუჯა ბაგრატიონმა, ბონდო თედორაძემ და მალხაზ ცეცხლაძემ, მათი კანონიერი მოთხოვნის შემდეგ, თუ რამიზეზით, რა  ფაქტის მოკვლევის შემდეგ ასახლებდნენ პოლიციელები შესახლებულებს, პასუხი ვერ მიიღეს და სამართალდამცავებმა უკან დაიხიეს, თუმცა ეს ალბათ რამოდენიმე დღით, რადგან ყოველგვარ მეთოდს მიმართა ხელისუფლებამ და სასწრაფო ტემპით დაიწყეს დაარეგისტრირება აღნიშნული ქონების, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის ბალანსზე , შემდეგ კანონის ჩარჩოში მოაქციონ უკანონობ და მოხდეს ამოჯახების გამოსახლება. ნაციონალური მოძრაობა  უახლოეს საკრებულოს სხდომაზე , წერილობით მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გამოინახოს გზები, დროებით მაინც, მომავალი წლის ბიუჯეტის დაპროექტებამდე, ამოჯახების ქირით შესახლების საშუალებისა და შემდეგ უკვე კონკრეტული გზების მოძებნა , რათა დავეხმაროთ ოჯახებს, რომელთაც ყველა გასაჭირთან ერთად, არანაირი მატერიალური შემოსავალი არგააჩნიათ.