გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:24 / 24 აპრილი 2016

ქობულეთის ორგანიზაციამ, აქცია ,,არ გადარგო,, გამართა

ბიძინა ივანიშვილის ახირებას,  ციხისძირიდან ურეკში ხის გადატანის თაობაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებდა. აქცია სახელწოდებით ,,არგადარგო" პოლიციის მიერ იქნა დარბეული, დაამტვრიეს კარვები, სადაც ღამეებს ათენდებდა აქციის მონაწილენი. აქციის მსვლეობისას დაკავებლი იქნა ,,ნაციონალური მოძრაობის წევრები" ნოდარ დუმბაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, სოსლან ზოიძე, სოლომონ ბაჯელიძე, ოლეგ ბროლაძე და ბონდო თედორაძე.

მიმდებარე ტერიტორიის დასახლებას უკვე წლებია, სასმელი წყალი არ მიეწოდება და პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება არავითარ ღონისძიებას არმიმართავს.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქციის მონაწილებთან პირადად ივანიშვილი მივიდა და მოიკითხა თუ რას აპროტესტებდა შეკრებილები და რატომ არატანდნე ხეს მას?! ამით მან დაადასტურა, რომ მისთვის მთავარი, თავისი ახირების  ასრულებაა და სხვა გლობალური პრობლემები რომელიც არის ქვეყანაში მას სრულიად არანაღვლებს. ( სხვანაირად არცაიხსნება, ივანიშვილის ხესთან გამოჩენის ფაქტი, მაშინ როდესაც გასულ წელს თბილისში,დედაქალაქში მომხდარი სტიქიის დროს თავისი შუშის კოლბიდან , არცკი გამოუხდავს ) 

როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, ივანიშვილს, ციხისძირიდან 40 ერთეული ხის გადატანა აქვს განზრახული ურეკში, საკუთარ ეზოში და ამით ის ნამდვილად მოუღებს ბოლოს ციხისძირის ულამაზეს ბუნებას, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის ერთერთი წყაროა რეგიონში. თუმცაღა, ივანიშვილს 40 ხის გადატანა ნამდვილად არდასცალდება, გამომდინარე იქედან , რომ ეს არაფორმალური მმართველობა მალე დასრულდება საქართველოში, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს ოქტომბრის არჩევნებზე მატყუარა ივანიშვილს და თავის ხელდასმულ ხელისუფლებას.