გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:28 / 28 სექტემბერი 2016

კობა ნაყოფიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ნაყოფიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს - გურამ გაბისკირიას, გენო ადამიას, ნოდარ კანკიასა და ჟიული შარტავას მემორიალს პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან 23 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილთა რიცხვი 300 000-ია. 

აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა ორი ათასამდე აფხაზი.