გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:05 / 28 სექტემბერი 2016

კობა ნაყოფიამ სოფელ ზანათის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სოფელ ზანათის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების მთავარი პრობლემა ხელისუფლების მიერ მათთვის სოციალური სტატუსის მოხსნა; გაზიფიცირება; გზა და ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობაა.

ამასთან, მოსახლეობა კანდიდატთან გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უსახსრობის გამო სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ.

შეხვედრისას კობა ნაყოფიამ ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.