გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:19 / 29 სექტემბერი 2016

კობა ნაყოფიამ სამხედრო ქალაქში მცხოვრები დევნილები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სამხედრო ქალაქში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივები ძირითად პრობლემად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან მათთვის სოციალური სტატუსის მოხსნასა და უმუშევრობას ასახელებენ, ასევე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე; რეგიონის გაზიფიცირებასა და უგზოობაზე საუბრობენ.

ამასთან, შეხვედრისას კობა ნაყოფია მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.