გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:34 / 3 ოქტომბერი 2016

კობა ნაყოფია ზემო სორტას მოსახლებას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია ზემო სორტას მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებს ყველაზე მეტად უგზოობა, გაზიფიცირება და მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის პრობლემა აწუხებს, ასევე მეზობლის პრობლემაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამი წლის ბავშვი, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროება, ოთხი თვეა საავადმყოფოში წევს, რადგან უსახსრობის გამო ოჯახი მისი შვილის ოპერაციის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.

მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარებით [ოპერაციის უზრუნველყოფა] მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.

ამასთან, შეხვედრისას კობა ნაყოფია ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.