გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:10 / 1 ოქტომბერი 2016

კობა ნაყოფია ურიდიას ქუჩისა და ფოცხოს მაცხოვრებლებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია ურიდიას ქუჩისა და ფოცხოს მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მაცხოვრებლები მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემბზე - ქართული ოცნების მიერ მათთვის შეჩერებული სოციალური დახმარება; მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი; გაზიფიცირებასა და მოუწესრიგებელ გზებზე ესაუბრნენ.

შეხვედრისას კობა ნაყოფიამ ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნისა და მათ კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.