გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:54 / 1 ოქტომბერი 2016

კობა ნაყოფია სოფელ შხეფის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სოფელ შხეფის მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

მაცხოვრებლებს განსაკუთრებით ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მათთვის სოციალური სტატუსის მოხსნა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე ფასის მატება; გაზიფიცირებისა და წყლის პრობლემა აწუხებს.

შეხვედრისას კობა ნაყოფიამ ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მათ კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.