გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:17 / 30 სექტემბერი 2016

კობა ნაყოფია სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებმა კანდიდატთან უმუშევრობასა და სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრისას კობა ნაყოფიამ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.