გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:47 / 1 ოქტომბერი 2016

კობა ნაყოფია დევნილებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია დევნილებს შეხვდა და მათთან შეჩერებულ პროექტებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ადგილობრივების მთავარი პრობლემა - ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მათთვის სოციალური სტატუსის მოხსნა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე ფასის ზრდა და გაზიფიცირების პრობლემაა.

მოსახლეობა ასევე წყლის გრაფიკით მიწოდებასა და მოშლილი სანიაღვრე სისტემის შედეგად დაბინძურებულ საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება მათი ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის საშიშია.

შეხვედრისას კობა ნაყოფიამ ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნისა და მათ კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.