გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:30 / 30 ნოემბერი 2012

''ქართული ოცნების'' მხრიდან დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ჯერ კიდევ გრძელდება

საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და \\\"ქართული ოცნების\\\" ლიდერების განცხადებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე, საჯარო მოხელეებსა და \\\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\\\" გამარჯვებულ კანდიდატებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა გრძელდება. ეს უკვე არის დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის მცდელობა, არჩევნებისა, რომელიც ყველამ აღიარა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი.

დღეს უკვე ზუგდიდში \\\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\\\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რომელმაც მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიგო არჩევნები, ყოფილი მხედრიონის წარმომადგენელი, თემურ გერგაია პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა.

წუხელ, ნინოწმინდაში \\\"ქართული ოცნების\\\" შტაბის უფროსი, ჯუმბერ გელაშვილი პირადად შეხვდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ სეირან კურეგიანს, ჩამოართვა მას ტელეფონი და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი იგი არ დაარღვევდა კანონს და არ გააუქმებდა ნინოწმინდის ოლქის შედეგებს.

დღეს, დილით ამავე ოლქში \\\"ქართული ოცნების\\\" მაჟორიტარობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეკიანი დაემუქრა ბატონ სეირან კურეგიანს სახლისა და მისი კუთვნილი ფერმის გადაწვით.

წუხელ გარდაბანში ამირან ტოტიკაშვილი, \\\"ქართული ოცნების\\\" სოფელ მარტყოფის კოორინატორი და ყოფილი კორუმპირებული მებაჟე, ზურაბ კუბლაშვილი შეხვდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს და ფიზიკური ანგარისწორების მუქარით დააძალეს მათ, თქვან, რომ არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მაგალითად, დაემუქრნენ ბატონ კაზამფარ გულამოვს, სოფელ ნაზარლოს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ხანჩობან გაჯიმამედოვს, სოფელ ქეშალოს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს.

გარდა ამისა, გარდაბანში მამუკა არეშიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ხალხს მოუწოდებს შეკრებისკენ საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიზნით.

დღეს ბოლნისსა და გარდაბანში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა ალყაშია მოქცეული. გარდაბანში შეკრებილნი არიან \\\"ქართული ოცნების\\\" აგრესიული აქტივისტები, ნაწილი კარვებშია განთავსებული და ისმის ანგარიშსწორების მოწოდებები და მუქარა. ამ აქტივისტებმა ჩამოხსნეს გამგეობის წინ აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა.

დღეს დედოფლისწყაროში ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებენ სოფლის მოსახლეობას გამოვიდნენ და საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მოითხოვონ არჩევნების შედეგების გაუქმება.

გუშინ, საღამოს სიღნაღის საოლქო კომისიის თავმდჯომარეს, მამუკა კორაშვილს ტელეფონით ურეკავდნენ, მის ცოლსა და ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუკი საოლქო კომისია \\\"ქართული ოცნებისთვის\\\" მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

გუშინ, სოფელ საბათლოს რწმუნებულს, ბატონ არტაკ ჰაივაზიანს დედოფლისწყაროში, \\\"ქართული ოცნების\\\" 3 აქტივისტი დაემუქრა, ხოლო შემდეგ შესთავაზა თანამდებობის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საჯაროდ იტყოდა, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გუშინ განვითარებულ მოვლენებს:

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობა ზეწოლა და დაშინება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, \\\"ქართული ოცნების\\\" აგრესიული აქტივისტები მობილიზებულნი იყვნენ კომისიების შენობის წინ და ცდილობდნენ შეჭრას საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც \\\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\\\" კანდიდატებმა გაიმარჯვეს და ითხოვდნენ შედეგების კანონის დარღვევით გაუქმებას.

მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა \\\"ქართულ ოცნებას\\\", აღკვეთოს ეს უკანონო ქმედებები. როგორც ხედავთ, ვითარება დღემდე არ იცვლება.