გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:51 / 8 სექტემბერი 2016

"კარდაკარ" შეხვედრა სოფელ ფიროსმანის მოსახლეობასთან

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრები და პარტიის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კარდაკარ პროგრამის ფარგლებში სოფელ ფიროსმანის მაცხოვრებლებს ესტუმრნენ და მათ მნიშვნელოვან პრობლემებს გაეცნენ. მოსახლეობის თქმით, მათი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი გზა, სარწყავი წყლის არქონა და სოციალური დახმარების შეწყვეტაა. 

ადგილობრივებმა პარტიის წევრებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის [ლევან ბეჟაშვილი] მათი პრობლემების მოყოლა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოგვარება სთხოვეს.