გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:51 / 21 სექტემბერი 2016

კარდაკარ შეხვედრა სოფელ არბოშიკში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრ მარიკა დათუკიშვილკთან ერთად კარდაკარ პროგრამის ფარგლებში სოფელ არბოშიკში (ბაღაანთ უბანი; ორმუღელა; დათუკიშვილების უბანი) მოსახლეობას შეხვდა.

ლევან ბეჟაშვილი თანაგუნდელთან [მარიკა დათუკიშვილი] ერთად ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათთან ენმ-ის საარჩევნო პროგრამასა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი მაცხოვრებლებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.