გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:50 / 10 სექტემბერი 2019

გრიგოლ ვაშაძემ ვროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

9-10 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაში.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა EPP-ის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლთან, ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების ლიდერებთან და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და რუსთავი 2-ის ოლიგარქის მიერ ხელში ჩაგდება, 20 ივნისის მოვლენები და იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისა და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად იბრძოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ ოდირის რეკომენდაციების უპირობო შესრულებას.

ასევე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და კრემლის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე საფრთხეებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივას.