გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:00 / 20 ივნისი 2020

გრიგოლ ვაშაძე: საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს

20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა.  ამ დღემ დაგვარწმუნა,  რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებიდან 1 წლის გასვლას.

მისივე თქმით, ყველანი ვალში ვართ ამ ახალგაზრდებთან. ამიტომ, ვალდებულები ვართ შევქმნათ განვითარებილი  სახლემწიფო, რათა ისინი კიარ ტოვებდნენ სამშობლოს, არამედ თავის ნიჭს მათ ქვეყანას ახმარდნენ.

"ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონის დარღვევით, დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. საქართველოს მოქალაქეების სამშვიდო პროტესტი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დუმის პროპაგანდისტის ,  ოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე  გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს ნანატრი დამოკიდებლობა გამოცხადდა

2019 წლოს 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ. ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელწმიფო. ქართული ოცნების ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი მათივე ტეროროსტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერბედავს, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარა. 

ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიასაქართველოს სუვერენიტეტისთბის. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიისმსგავსის არ განმეორების გარანტია."