გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:19 / 30 ივლისი 2019

გიორგი გახარიას 10 ტყუილი

გიორგი გახარიას 10 ტყუილი:

1. გავრილოვის ვიზიტი ოპოზიციას არ გაუპროტესტებია - სალომე სამადაშვილმა ამ თემაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. აგრეთვე, 19 ივნისს ნაციონალური მოძრაობამ პრეზიდენტის სასახლესთან გავრილოვის ვიზიტის საწინააღმდეგო მანიფესტაცია ჩაატარა.

2. გავრილოვის არ შემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას.

3. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა - მანიფესტანტების მოთხოვნის მიუხედავად კობახიძემ არ დატოვა სპიკერის თანამდებობა. მეტიც, 20 ივნის საღამოს 8 სთ-ზე კობახიძემ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა გადადგომას.

4. გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა - თავისთავად აბსურდია ამბოხზე საუბარი, ხოლო საპროტესტო ტალღა რამდენიმე საათით ადრე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის დარბაზში სპიკერის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა.

5. გაკეთდა იქ მდგომი ადამიანების გაფრთხილება სპეციალური ზომების გამოყენების შესახებ - სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე მოქალაქეები არავის გაუფრთხილებია. არ არსებობს ამ გაფრთხილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან ვიდეო კადრი.

6. ოპოზიციის ნაწილს მოლაპარაკებები არ უნდოდა - ოპოზიცია მზად იყო მოლაპარაკებაზე, რაც გავრცელებული უწყვეტი ვიდეო კადრებითაც დადასტურდა. გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და გიგი უგულავა იდგნენ საპოლიციო კორდონის წინ, ემზადებოდნენ პარლამენტში შესასვლელად, როდესაც მანიფესტაციაზე მდგომი ადამიანების მიმართ დაიწყო ცრემლსადენი აირის სროლა.

7. საპოლიციო ოპერაცია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელდა - ოპერაციის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 300-მდე მშვიდობიან აქციის მონაწილემ და 38 ჟურნალისტმა. 3-მა ადამიანმა კი თვალი დაკარგა. დევნის ოპერაცია პარლამენტის შენობიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ქალაქის სხვა უბნებში დილამდე მიმდინარეობდა.

8. ნარინჯისფერი ტყვია სპეციალურ საშუალებებს მიეკუთვნება - ტყვია ლეტალურია, რისი გამოყენებაც დაუშვებელია

9. ყველა პირი პასუხს აგებს, ვინც ძალას გადაამეტა - სამი კვირის თავზე დაშლის ოპერაციის არცერთი მონაწილე არ არის მიცემული პასუხისგებაში. მხოლოდ ერთს შეუჩერდა უფლებამოსილება.

10. რამდენიმე ელჩი პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა დაშლის ოპერაცია - საუბარია მხოლოდ ერთი ქვეყნის ელჩზე, რომლის განცხადებითაც იგი არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.