გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:42 / 14 სექტემბერი 2016

გიგი წერეთელმა ხარებავასა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ხარებავასა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლების ერთ ნაწილს შეხვდა. მოსახლეობის თქმით, მათი მთავარი პრობლემა უმუშევრობა; სიღარიბე; მაღალი ფასები და მოხსნილი სოციალური დახმარებაა.

ადგილობრივები გიგი წერეთელს ასევე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის, მოშლილ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთებაზე ესაუბრნენ.

ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის აღნიშნული საკითხების გადაცემასა  და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.