გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:56 / 7 სექტემბერი 2016

გიგი წერეთელმა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალი და აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის 49- ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ნანა კობახიძე მოინახულა, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებამ სოციალური დახმარება მოუხსნა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, წარმოუდგენელია ადამიანებისთვის სოციალური დახმარების მოხსნა, რომლებიც ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

ქალბატონს, რომელიც მარტოხელაა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სოციალური დახმარება დედის გარდაცვალებისა და მის იატაკს შერჩენილი რამდენიმე ფიცრის გამო შარშან მოუხსნეს. ასეთი შემთხვევა ბევრია. ადამიანებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ დახმარებას უხსნიან, თითქოს ამით [ოჯახის წევრის გარდაცვალება] მათი ცხოვრება რაღაცით უმჯობესდება, პირიქით, უფრო მძიმდება. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს. გამარჯვების შემდეგ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება, აღვუდგენთ“,- აღნიშნა წერეთელმა.

ასევე, კარდაკარ პროგრამის ფარგლებში გიგი წერეთელი ქუთაისში, აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მაცხოვრებლებმა ჯანდაცვის, სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, რიგ პრობლემებთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემას წყლის გრაფიკით მიწოდება და აბაშიძის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ არსებული მოუვლელი ტერიტორია წარმოადგენს.