გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:48 / 3 ოქტომბერი 2016

გიგი წერეთელმა სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო. 

მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი; გზა და ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურობაა.

ამასთან, შეხვედრისას გიგი წერეთელი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.