გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:14 / 5 ოქტომბერი 2016

გიგი წერეთელმა მუსხელიშვილის ქუჩის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, მუსხელიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო. 

მოსახლეობას განსაკუთრებით - უმუშევრობა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი და სოციალური სტატუსის შეჩერება აწუხებს.

ამასთან, შეხვედრისას გიგი წერეთელი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.