გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:14 / 20 სექტემბერი 2016

გიგი წერეთელმა ქუთაისში, ავტომშენებლის N47-ში მცხოვრები დევნილები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, ავტომშენებლის N47-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მოსახლეობას განსაკუთრებით სოციალური დახმარების შეჩერება და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები აწუხებს. მათი თქმით, საცხოვრებელ კორპუსში არ აქვთ გაზი; მოშლილია საკანალიზაციო სისტემა და სასმელი წყალი მიეწოდებათ გრაფიკით.

ამასთან, შეხვედრისას მაცხოვრებლებმა საცხოვრებელი კორპუსის მწვავე ავარიულობის პრობლემაზე ისაუბრეს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დახმარება სთხოვეს.