გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:48 / 1 ოქტომბერი 2016

გიგი წერეთელმა გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლები მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო. 

მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი; მოუწესრიგებელი გზა და კანალიზაციის არარსებობაა.

შეხვედრისას გიგი წერეთელი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი მოინახულა, სადაც ორი ავადმყოფი მოხუცი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს და აღნიშნა, რომ „ოჯახი, რომელიც თავს პენსიითა და სოციალური დახმარებით ირჩენდა, ახლა მხოლოდ პენსიის ამარაა დარჩნილი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებამ მათ სოციალური დახმარება მოუხსნა“.

გიგი წერეთელი ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.